logo_geo
eng_logo
რესპუბლიკური საავადმყოფო: მთავრობის მიერ დადგენილი ახალი ტარიფები ორიენტირებულია ბენეფიციარების ინტერესზე
- +

4 დეკემბერი. 2019. 00:50


რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია მხარს უჭერს მთავრობის N520 დადგენილებას და აცხადებენ, რომ აღნიშნული დოკუმენტით განსაზღვრული  სამედიცინო მომსახურის ახალი ტარიფები სრულად შეესაბამება კლინიკების მომსახურების ღირებულებას და კლინიკების მხრიდან მაღალი მოგების მარჟის მიღების ნაცვლად, ორიენტირებულია ბენეფიციარების ინტერესზე:

 

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებული ჯანდაცვის რეფორმების განხორციელების საკითხს, რომლის ფარგლებშიც მთავრობის N520 დადგენილებით დამტკიცებული ახალი სამედიცინო მომსახურის ტარიფები სრულად შეესაბამება კლინიკების მომსახურების ღირებულებას და კლინიკების მხრიდან მაღალი მოგების მარჟის მიღების ნაცვლად, ორიენტირებულია ბენეფიციარების ინტერესზე.იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად განარძობს ჯანდაცვის რეფორმის სწორ პოლიტიკას, უზრუნველყოფს მედიკამენტების, სახარჯი მასალების, იმპლანტების თვითღირებულების გამჭვირვალობას, გაამკაცრებს საქართველოში უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის შემოტანაზე კონტროლსა და მონიტორინგს.დარწმუნებულნი ვართ, თავის მხრივ, ეს იქნება გარანტი მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევისა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, სამედიცინო მომსახურების მიწოდება და დაფუძნდება ჯანსაღი კონკურენციის პრინციპი, რომელიც ორიენტირებული იქნება პაციენტის ჯანმრთელობაზე და არა კომერციულ მოგებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკა მზად არის განაგრძოს თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მისი ამოქმედების პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული.

 

2014 წლიდან, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ათეული ახალი კერძო კლინიკა გაიხსნა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ფინანსურად მძლავრი დამფუძნებლებით, საუკეთესო ინფრასტრუქტურითა და ბოლო თაობის დიაგნოსტიკური სამედიცინო ტექნიკით, რომლებიც მომსახურების გაზრდილი ფასებით ჩაერთნენ ჯანდაცვის პროგრამაში.

 

სამწუხაროდ, ჩვენს კლინიკაში ათწლეულების მანძილზე არ მომხდარა ინვესტირება. კლინიკაში არსებული სამედიცინო მომსახურების დაბალი ფასი ორიენტირებული იყო პაციენტის ინტერესზე - მიეღო მაღალი ხარისხის მომსახურება მაქსიმალურად დაბალ ფასად, რამაც გარკვეულწილად გაართულა კლინიკის კონკურენტუნარიანობა სამედიცინო მომსახურების ბაზარზე.

 

მიუხედავად ამისა, კლინიკამ სახელმწიფო შესყიდვების პირობებში შეძლო არათანაბარ გარემოში ოპერირება საწოლთა 90–95%–იანი დატვირთვითა და სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებით“, - აღნიშნულია რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner