logo_geo
eng_logo
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ბრილიანტის თვლები და ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა
- +

4 დეკემბერი. 2019. 11:32

 

 

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ბრილიანტის თვლები და ოქროს ნაკეთობები  გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

„20 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 23 116.29 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (254,63 გრამი) ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები (54 ცალი) გამოავლინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით  27 968.35 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 27 968.35 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner