logo_geo
eng_logo
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
- +

4 დეკემბერი. 2019. 11:58

 

მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, თურქეთისა და ბრიტანეთის  მოქალაქეების თ.ჩ.-ს, ზ.ა.-სა და ს.ე.-ს კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (440 აბი და 11 კაფსულა) და ფსიქოტროპული (208 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა. გამოძიება 260-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner