logo_geo
eng_logo
ლადო ასათიანის ქუჩაზე მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი მოეწყობა
- +

4 დეკემბერი. 2019. 12:39

 

 

2020 წლიდან, მთაწმინდაზე, ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში სპორტული ცენტრის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, რომლის შემდეგაც მულტიფუნქციური დარბაზი მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კახა კალაძემ სხდომაზე სპორტული დარბაზის მაკეტი წარმოადგინა.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. გვინდა, რომ ყველა რაიონში იყოს მულტიფუნქციური ცენტრები. პარალელურად, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დავიწყეთ სპორტული ცენტრების მშენებლობა. რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში ვიყავით, სადაც ასეთივე ძალიან კარგი ცენტრი გაიხსნა, ორი საფეხბურთო მოედნითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. გვსურს, ყველა რაიონთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს, რათა ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს მიეცეთ საშუალება, ნორმალურ პირობებში ივარჯიშონ და გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გვეყოლება, რომლებიც თავიანთი სპორტული ნიჭით საკუთარ ოჯახებსა და ქვეყანას ასახელებენ. მიხარია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და მათი მხარდაჭერა და თანადგომა ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მოსაწყობად უკვე შესყიდულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, რომელზეც 81 420 ლარი დაიხარჯება, ხოლო პროექტის განხორციელების სავარაუდო ღირებულებაა 1 712 942 ლარი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner