logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ნიკუტას გუშინდელ აბობოქრებასთან დაკავშირებით, ისტორიას თუ გადავხედავთ, მარტივი ლოგიკით მივხვდებით, რომ...
- +

4 დეკემბერი. 2019. 12:52

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნიკუტას გუშინდელ აბობოქრებასთან დაკავშირებით, ისტორიას თუ გადავხედავთ, მარტივი ლოგიკით მივხვდებით, რომ გუშინ ბურჯანაძემ მოსკოვიდან სავარაუდოდ გვარამიას დეპეშა გამოუგზავნა: „ახლა გადმოგცემ ცეკას დაშიფრულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი.“

 

რაზეც გვარამიამ არ დაახანა და შეტევის ბრძანება გასცა:

 

„სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს.

 

საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს „ქართული ოცნების“ მომხრეები რომ იყვნენ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.

 

ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს. ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან-მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

 

სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და - სამშობლოს დავკარგავთ.“

 

ბიჯოოო, 21-ე საუკუნეა, რაღა დროს ცეკა, კრემლი და ტელეგრამით გამოგზავნილი უკაზანიებია. ტესლა მარსზე გაფრინდა!“ - წერს გაბრიჭიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner