„GCA“ ქართველ ხელოვანთა საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაა, რომელიც 1999 წლის 16 აგვისტოს დაარსდა. 20 წლის განმავლობაში ეს ორგანიზაცია ვალდებული იყო, ქართველი ავტორების უფლებები დაეცვა. უკვე დიდი ხანია, რაც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბატონი გიგა კობალაძე გვევლინება. ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა კოსტავას ქუჩის 63 ნომერში მდებარეობს, მეორე სართულზე - 329, 91 კვადრატულ მეტრზე. სწორედ ამ ორგანიზაციას უნდა დაეცვა ქართველი ხელოვანების, მუსიკოსების, მხატვრების, მწერლების, პოეტების თუ არქიტექტორების და კიდევ სხვათა უფლებები. მაგრამ აკეთებდა კი ამას ეს ორგანიზაცია?
„GCA“-ს ასევე უნდა დაეცვა ზურა მახნიაშვილის უფლებები. აი, რას ამბობს ზურა მახნიაშვილი იმაზე, თუ როგორ იცავდნენ მის უფლებებს ამ ორგანიზაციის წევრები:
„GCA“-სთან 2012 წლის შემდეგ დავდე კონტრაქტი, თუმცა, მათ გადაუხვიეს საერთაშორისო სტანდარტებს და თავისი სტანდარტები მოიგონეს. ამბობდნენ, თანდათან გამოვასწორებთო, მაგრამ ისე გავიდა შვიდი-რვა წელი, რომ არავინ აქცევდა ამ ყველაფერს ყურადღებას. მათ შეხვედრებს ვესწრებოდი, სიტყვითაც გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარებულიყო. „GCA“-ს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური საშუალებები იმისათვის, რომ გადაემოწმებინათ სად და რამდენჯერ ტრიალებდა კონკრეტული სიმღერა. ამასთან ერთად, რუსეთშიც ხშირად ჟღერდა ჩვენი მუსიკალური ნაწარმოებები და სად მიდიოდა აქედან აღებული ფინანსები? ჩვენ კი ვიცოდით, რომ იქიდან მოდიოდა ფინანსები, მაგრამ „GCA“-ის წარმომადგენლები გვიმალავდნენ. ყოველ სამ წელიწადში ერიცხებოდათ თანხა, მე კი არაფერი ჩამრიცხვია“.
სამაგიეროდ, ბატონ გიგა კობალაძეს ჩაერიცხა ბევრი ფული უკანასკნელი წლების განმავლობაში. როგორც ჩვენ ვიცით, იგი არც ცნობილი კომპოზიტორია, არც სიმღერების ტექსტების ავტორი, არც სინქრონიზატორი, არც ბესტსელერი მწერალი და არც სალვადორ დალი. ის უბრალოდ გაქნილი თაღლითი გაიძვერაა, რომელმაც ბევრი ქონება უკვე გაიფორმა საკუთარ სახელზე.
აი, ამ ქონებების არასრული სია:
და ამ ქონებების დასაგროვებლად ფულის დიდი ნაწილი ბატონ გიგა კობალაძეს სწორედაც რომ რუსეთიდან მოჰქონდა. მას ჰყავდა იქ მფარველები და მეგობრები - და თვითონ თვალთმაქცურად ამბობდა რომ „ოკუპაციას ებრძოდა“. ამ დროს ის თავის ძირითად შემოსავალს რუსეთიდან იღებს - და ამავე დროს რუსეთს უხდიდა ბევრად მეტ ფულს, ვიდრე დავუშვათ იტალიას. რა უნდა დავარქვათ ამას. გთავაზობთ კიდევ ერთ ამონარიდს:
უნდა აღინიშნოს „GCA“-ს დიდი ხნის მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის ფედერაციის საავტორო უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან. მაგალითად: რუსეთის სახელმწიფოს მიერ, აკრედიტებული საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციასთან (RAO). თანამშრომლობას სარგებელი მოაქვს როგორც ქართველი, ასევე სამამულო (რუსი) ავტორებისა და შემსრულებლებისთვის. 2017 წელს რუსი ავტორების ნაწარმოებების შესრულებისათვის „RAO“-ში გადმოირიცხა 114 618 ლარი (რუბლებში შეადგენს 2 751 038). შედარებისთვის: იტალიამ მიიღო 24 600 ლარი (590 275 რუბლი). მუდმივად მზარდი სარგებელი (იგულისხმება საქართველოდან რუსეთში გადარიცხული თანხა) მიგვანიშნებს მკვეთრად გამოხატულ ტენდენციაზე: „GCA“-ს ფოკუსირება რუსი ავტორების მიმართ, განსაკუთრებული ყურადღება უფლებების დაცვაზე და ინტერესების პრიორიტეტულობა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
მაშ, სად ვართ ჩვენ დღეს „GCA“-ს ხელში? ქართველი ავტორები მასიურად იჩაგრებიან - მათ კუთვნილ შემოსავალს არ იღებენ - და ვითომდა, მათი უფლებების დამცველი თაღლითი, ბატონი გიგა კობალაძე მათ ხარჯზე დღითი დღე მდიდრდება.
გიგა კობალაძემ, როგორც ახლად გამოჩეკილმა ქართველმა ოსტაპ ბენდერმა კარგად გამონახა პერსონალური გამდიდრებს გზები ღარიბი ქართველი ხელოვანების და ავტორების ხარჯზე. არ მგონია, ეს კარგი იყოს მისთვის, ეთიკურად - და ეს ნამდვილად არ არის კარგი ქართული ხელოვნებისათვის. რადგან, გიგა კობალაძის ხელში ქართველი არტისტების - ანუ ხელოვანების - უმრავლესობა შიმშილობს.