logo_geo
eng_logo
ფატუ ბენსუდა არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე კონკრეტული შედეგი 2020 წლის ბოლომდე დადგეს
- +

4 დეკემბერი. 2019. 15:34

 

ჰააგის სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს.

 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ფატუ ბენსუდამ საქართველოს იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანთან შეხვედრაზე გააკეთა.

 

„შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზე ხორციელდება.

 

როგორც შეხვედრაზე პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს. ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფატუ ბენსუდას, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში შეხვდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner