შვედეთის პარლამენტის წევრი კერსტინ ლუნდგრენი „Twitter"-ზე წერს, რომ შვედეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
„ახლახან შვედეთის პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ ვალსტრომთან ერთად დავაყენე საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი. შევთანხმდით, რომ ვთქვათ „კი", - წერს კერსტინ ლუნდგრენი.
საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები 10 ივნისს ლუქსემბურგში განიხილავენ.