logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

4 დეკემბერი. 2019. 17:28

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში  ბრალდებული ა.ს. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ს-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 20,927054  გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.  სამართალდამცველებმა ა.ს. 2019 წლის 28 თებერვალს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.

 

ა.ს-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის  მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner