ავტორი გიორგი მამაცაშვილი
„ფრთხილად იყავი, პოლიცია, თორემ სახელებითა და გვარებით მოგაკითხავთ სუყველას! ტყავში დაეტიეთ, პოლიციელებო, რა! აღარ გიჩლიქავთ ენას! რაის კაცები ხართ თქვენ? ბიძინას მონები ხართ!“
ალბათ, ისევ ნაგიჟარი სააკაშვილის სიტყვებიდან გგონიათ ამონარიდი, ხომ?!
არა, ბატონებო. ეს სიტყვები გუბაზ სანიკიძეს ეკუთვნის.
სააკაშვილის რეჟიმთან ძველ დროში მებრძოლ გუბაზ სანიკიძეს.
თუმცა, დღეს უკვე - კიევში, მიშას ნასუფრალზე მჯდომ კაცს!
გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილის დავალებებით მოქმედ კაცს ეკუთვნის ეს სიტყვები!
დიდი რომ მეგონა და არ ყოფილა დიდი ეს კაცი - იმ კაცს ეკუთვნის ეს სიტყვები!
აკი, რამდენიმე დღით ადრე დონდლო სააკაშვილმაც გააჟღერა იგივე ტექსტი.
აკი, იმავე შინაარსის მუქარა შემოგვითვალა - სახელებით, გვარებით და სახლის მისამართებით გიმახსოვრებთო...
გუბაზმა სააკაშვილზე უფრო თამამად შეუტია პოლიციას. სხვა რიხი ჰქონდა.
მეტიც: ორლულიანი თოფებით გამოვალთ და ვაი თქვენი ტყავის ბრალიო...
ხუთი ათასი ვერ შეგროვილხართ, ბიძია, და რაის ნახევარმილიონიანი ამბოხით აშინებთ ქართველ ხალხს?
გაუვიდა თქვენ სიტყვას ფასი, გუბაზ ჩემო.
თქვენს ნაფიქრსაც გაუვიდა ყავლი.
ისე, შეგიყვარდათ ამ ბოლო დროს ეს სიტყვა და - მართლა სირცხვილია. კაცს 1991 წელს მიღებულ დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელი გქონდეს მოწერილი და დღეს სისხლის სამართლის დამნაშავის - სააკაშვილის რუპორად იყო ქცეული, მართლა სირცხვილია!
აკი, ნიკა გვარამიამაც განაცხადა - ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთო...
ტექსტი იგივე. მოქმედი პირები - სხვადასხვა. მუქარანარევი რიტორიკითა და ზოგიერთის დუჟმორეული თავის ქიცინით რომელი ხელისუფლების დამხობის ვაშაძე გაქვთ, თუ ღმერთის გწამთ?
ეჰ, გუბაზ, გუბაზ...
„სამშობლოს არ ებუტებიანო“, - გენიალურად თქვა ერთხელ ლაშა თაბუკაშვილმა და ვწუხვარ. კრიმინალებთან(!) შეკრულ, სამშობლოსთან გაბუტულ მედროვედ იქეცი, გუბაზ, და ვერც ხვდები!
ვერც ხვდებით, როგორ იქეცით გრიშა ვაშაძის ხელისბიჭებად!
გუბაზ, ვერც ხვდები, როგორ იქეცი მიშას ჯამბაზად!
მართლა გულწრფელად მაინტერესებს: ვერც აცნობიერებთ, რომ თქვენი მუქარებისა აღარავის ეშინია?
სააკაშვილისა და მერაბიშვილის მუქარებისა არ შეშინებია ქართველ ხალხს და ნუ ეცდები, გთხოვ!
რომის პაპზე მეტი კათოლიკე ვერ გახდები, გუბაზ!
ამ ნაძირლებისა არ შეგვშინებია და შენი და შალვა ნათელაშვილის მუქარები არ დაკარგონ სადმე ვაშაძემ, ბოკერიამ და უგულავამ!
P.S.
ვწუხვარ!
საკუთარ სამშობლოს შორდები, გუბაზ!
ყოველ დღე!
ყოველ წამს!
პოლიციელი გმირია!
გმირ, თქვენგან გალანძღულ, შეურაცხყოფილ, მაგრამ კანონმორჩილ და სახელმწიფოს სადარაჯოზე მდგარ პოლიციელებზე აუგის თქმით ვეღარ შეხვალ ისტორიაში...
ერთიცაა: შენი ბოლოდროინდელი ქმედებებით ნუ წაბილწავ იმ დიდებულ ისტორიასაც, ერთ თარიღში რომ გეტევა - 1991 წლის 9 აპრილი!
ეჰ, გუბაზ, გუბაზ...