logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა თვითმმართველობებს ცალ-ცალკე შეხვდება
- +

9 ივნისი. 2016. 17:56


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მადლობა გადაუხადა თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომ ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას შემდგომი მუშაობისა და კომუნიკაციისთვის.



ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. რასაც მოველოდი, ძალიან კეთილგანწყობილი და კარგი ხალხი გავიცანი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ხალხის ინტერესი, ისევე როგორც ყველა სხვა სტუდენტის ინტერესი არის, რომ უმაღლესი განათლების სისტემა განვითარდეს, წინ წავიდეს. ხედვებში, რა თქმა უნდა, განსხვავება არის. ზოგს ჰგონია, რომ საუკეთესო მეთოდი ასეთია, ზოგს გონია, ცოტა განსხვავებული. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ტექნიკურად ამ ხედვებში ძალიან ბევრი საერთოა", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



მისივე თქმით, აპირებს, რომ სხვადასხვა თვითმმართველობებს ცალ-ცალკე შეხვდეს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობის პირველი შედეგები ძალიან მალე იქნება სახეზე.



თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მინისტრი პრობლემის მარტივად და სწრაფად მოსაგვარებლად მზად არის.



მარტივი მოგვარება გულისხმობს, რომ საერთო მიზნები და ხედვები, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შეიძლება გააჩნდეს, უნდა შეთანხმდეს და რეალური განვითარებისა და წინსვლისკენ უნდა ვიმსჯელოთ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც უნივერსიტეტების, ისე კონკრეტული სტრუქტურის სამომავლო პერსპექტივებში. დანარჩენი ყველაფერი ორი მხრის ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად სურს მოლაპარაკება", - განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.



სამინისტროში ალექსანდრე ჯეჯელავასთან გამართულ შეხვედრას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner