ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი „Twitter"-ზე წერს, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შეასრულა და იმსახურებს ევროკავშირის სწრაფ გადაწყვეტილებას.
„საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის ყველა მოთხოვნა შეასრულა და იმსახურებს საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას, რომ დაკმაყოფილდეს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი", - წერს იოჰანეს ჰანი.