გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებულია დამბის კვეთის აღდგენა და ფერდების რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება;
ჩატარებული სამუშაოები ტბის მდგრადობას და მიმდებარე ტერიტორიის შესაძლო დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს.
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 284 000 ლარი.
საქართველოს მელიორაციამ სამუშაოები საკუთარი ძალებით ოქტომბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.