logo_geo
eng_logo
ნინო ნადირაძე-კუზანოვა: მხარს ვუჭერ ჯანდაცვის სამინისტროს წამოწყებას, ტარიფების გადახედვა ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს
- +

5 დეკემბერი. 2019. 13:27

 

„ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო უნდა დახვეწოს ტარიფები, რომ კლინიკებს გვქონდეს საშუალება, ხარისხიანი მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და დავინდოთ მათი ჯიბე“, - კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

 

მისი თქმით, ტარიფების გადახედვა ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს.

 

„მე პირადად მხარს ვუჭერ ჯანდაცვის სამინისტროს ამ წამოწყებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს მიხედოს იმ ლაფსუსებს, რაც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ გამოავლინა და ვირული სიჯიუტით არ ამბობს, რომ ყველაფერი სწორად და კარგად იყო გაკეთებული. ვფიქრობ, რომ ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს ტარიფების გადახედვა და ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს პაციენტის ჯანმრთელობასა და მის კეთილდღეობაზე მორგებული სისტემის შექმნა. ეს გაჭირვებული ქვეყანაა და არ აქვთ ადამიანებს კიდევ ზემოდან დამატებით თანხების გადახდის საშუალება, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ უფრო უნდა დახვეწოს ტარიფები, რომ ჩვენ, კლინიკებს, გვქონდეს იმის საშუალება, რომ ხარისხიანი მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და დავინდოთ მათი ჯიბე. მე, როგორც რიგით ექიმსა და ასევე კლინიკის ხელმძღვანელს, მართალია, ყველაფერი ამ დადგენილებაში არ მომწონს, მაგრამ სუფთა სახელმწიფოებრივი კუთხით აბსოლუტურად ზუსტად ვხვდები, რომ ეს დადგენილება უნდა მიეღოთ და ეს იყო გარდაუვალი. შეიცავს რაღაც ხარვეზებს, რომელიც დახვეწადია. ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა შემოიღოს ფასების რეგულაცია, გაამკაცრონ სალიცენზიო პირობები კლინიკების გახსნასთან დაკავშირებით“, - ამბობს ნინო კუზანოვა ვიდეომიმართვაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner