logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: პოლიტიკოსებმა ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები და ძალოვნებს დაანებეთ თავი
- +

5 დეკემბერი. 2019. 15:30

 

„პოლიტიკოსებმა ძალოვნებს დაანებეთ თავი, ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას“,- ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმიანება, რომელიც ძალოვნებს მოუწოდებს, არ შეასრულონ ბრძანებები.

 

„შევახსენებ საზოგადოებას, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ბიუჯეტის უქონლობის გამო, ძალოვნებს ხელფასებს (აღჭურვილობისა და ჩასაცმელის საფასურსაც) ბიძინა ივანიშვილი უხდიდა, ოღონდ არა იმისთვის, რომ ვინმეს მორჩილებაში ყოფილიყვნენ, არამედ შეესრულებინათ კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები და, მათ შორის, ხელმძღვანელობის, და არა ხალხის, კანონიერი ბრძანებები. დღეს ძალოვანი სტრუქტურები, დიახ, ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის მიერ ფინანსდებიან, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ შეასრულონ არა ხალხის ბრძანებები, არამედ კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები, მათ შორის ხელმძღვანელობის ბრძანებები. 2006 წლიდან მოყოლებული ყოველი საპროტესტო თუ სხვა აქციების დროს მიწევს პოლიტიკოსებისთვის შეხსენება - პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი, ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას“,- წერს ამირან სალუქვაძე.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს:

 

„მინდა, მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებლებს, ე.წ. საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს, იმ ხალხს, ვისაც საქართველოს მოქალაქეები უხდიან თავის გადასახადიდან ხელფასს, ივანიშვილი კი არ გიხდით ხელფასს, ისინი გიხდიან ხელფასს და თქვენ უნდა ემსახუროთ ქართველ ხალხს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner