logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: ნინო ბურჯანაძის, ეკა ბესელიასა და გუბაზ სანიკიძის საქციელი ჩემთვის შემაძრწუნებელია
- +

5 დეკემბერი. 2019. 18:40

 

„ძალიან  გულდაწყვეტილი ვარ...“ -  განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა ლუკა კურტანიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და თავს დათრგუნულად ვგრძნობ, რომ ადამიანები, რომლებთან ერთადაც სააკაშვილის რეჟიმს სიცოცხლის ფასად ვებრძოდი, დღეს სწორედ სააკაშვილისა და სისხლიანი „ნაცმოძრაობის“ გვერდით დგანან.

 

ნინო ბურჯანაძის, ეკა ბესელიასა და გუბაზ სანიკიძის საქციელი ჩემთვის შემაძრწუნებელია.

 

გუბაზ სანიკიძე „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი იყო და ეროვნული ფასეულობების ერთგულად მიმაჩნდა, მაგრამ იმ კაცს ეახლა და იმ  კაცის სუფრას მიუჯდა, რომელიც ეროვნულ ფასეულობებს ფეხქვეშ იგებდა, რომლის კისერზეც უამრავი ახალგაზრდის სისხლი, უამრავი ოჯახის გაუბედურება და ღირსების აყრაა“,- აღნიშნავს ლუკა კურტანიძე.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner