logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ენერგობაზრის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია
- +

5 დეკემბერი. 2019. 22:53

 

საქართველოში ენერგობაზრის რეფორმის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ბირჟის დაფუძნება ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

ჩვენი სამინისტრო ენერგეტიკული ბაზრის რეფორმას ახორციელებს, რომლის შედეგიც საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა, ბაზრის გახსნა, კონკურენცია და მეტი მწვანე ენერგეტიკა, ასევე, ენერგოეფექტურობის დანერგვა იქნება. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა საუკეთესო ევროპული სტანდარტებით ჩამოყალიბდება, სადაც მოხდება ელექტროენერგიით, სამომავლოდ კი ენერგეტიკული სიმძლავრეებით ვაჭრობა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრის განცხადებით, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი იქნება კონკურენტული, ამასთან, ჩვენ შევძლებთ ჩვენი მომხმარებლების დაცვას იმით, რომ საბოლოო ფასი, რომელიც ბაზარზე დადგინდება, იქნება ობიექტური და საბაზრო წესების დაცვით დადგენილი.

 

მისივე ინფორმაციით, ენერგეტიკულ ბაზარს ირინა მილორავა უხელმძღვანელებს. მას ბოლო წლებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა თავმჯდომარის პოსტი ეკავა.                                                                                                         

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს ნეიტრალურ, ობიექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციას, რომელიც სათანადო ლიცენზიების მოპოვებისთანავე, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესაბამისი ორგანიზებული ბაზრების ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას. დღით ადრე და შემდგომში დღიური ბაზრების დანერგვასა და ოპერირებას ბირჟა უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting -ის პროგრამული მომსახურების მეშვეობით.


ელექტროენერგიის ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.

 

ბირჟა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებითა და კოორდინაციით, სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და  „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 50/50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner