logo_geo
eng_logo
„სუხიშვილები“: თავისუფლება ვაჟა ექიმს
- +

6 დეკემბერი. 2019. 01:15

 

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობამისჯილი ექიმის,  ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მიმართვას ავრცელებენ.  

 

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც საერთაშორისო ყურადღებასა და ჩართულობას ითხოვს, რათა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

საქართველოს ეროვნულ ბალეტს სურს, გამოხატოს პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაგვეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში“,- აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც „სუხიშვილები“ ავრცელებენ.

 

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner