ხუთი ევროპული ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, მიანიჭოს საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირისადმი ნდობის შესანარჩუნებლად. ამის შესახებ Euobserver წერს. სააგენტოს ნდობით, ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას - ნიდერლანდებს და ევროკავშირის საგარეო უწყებას ერთობლივი წერილით მიმართეს.
წერილში ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეთანხების მიღწევა 10 ივნისს ლუქსემბურგში შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ან 20 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება შესალებელი.
Euobserver-ის ინფორმაციით, წერილში აღნიშნულია, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა, ამიტომ საჭირა, ევროკავშირმა შეთანხმების თავისი წილი შეასრულოს.
„გადაწყვეტილების მიღების შეყოვნება ჩვენდამი ნდობას დააზარალებს და შესაძლოა, იქონიოს უარყოფითი შედეგი საქართველოსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე", - ნათქვამია წერილში.