საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ბატონ როინს ვულოცავ დაბადების დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის სახელით. მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე დიდია, მაგრამ მე გამოვყოფ მის ღვაწლს ეროვნული ბიბლიოთეკის წინაშე: ზრუნვა, ყურადღება, გამოცემების შეწირვა, აი, ის დაუვიწყარი საქმეები, რაც ბატონ როინს ქვეყნის უპირველესი წიგნთსაცავისადმი აქვს გაღებული. ამას დავამატებ ახალგაზრდა ისტორიკოსთა გაზრდასა და დაფრთიანებას, მე კი, ამ ისტორიკოსთა მეგობარი ქიმიკოსი, ასევე მიმიღო და შემიფარა. დიდი მადლობა, ბატონო როინ!“ - წერს თაქთაქიშვილი.