logo_geo
eng_logo
გენადი მარგველაშვილმა და ელისაბედ რუდმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქუთაისის N17 საჯარო სკოლა დაათვალიერეს
- +

6 დეკემბერი. 2019. 14:42

 

 

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა და  ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბედ რუდმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქუთაისის N17 საჯარო სკოლა დაათვალიერეს.

 

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე  გენადი მარგველაშვილი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელები და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,  ქუთაისის  N17  საჯარო კოლის საზეიმო გახსნას დაესწრნენ.

 

ქუთაისის N17 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ იქნა რეაბილიტირებული. რეაბილიტაციის შედეგად სასწავლო გარემო 1430 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. ამას გარდა სკოლაში მოეწყო ლაბორატორიები და აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით.

 

ფონდის დახმარებით და დაფინანსებით საქართველოს მასშტაბით რეაბილიტაცია 91 სკოლას ჩაუტარდა.  იმერეთის რეგიონში 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. აქედან 8 საჯარო სკოლა არის ქუთაისში.

 

იმერეთის რეგიონში სკოლების რეაბილიტაციისთვის ჯამში  10 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

 

ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნებისთვის საჭირო თანამედროვე ლაბორატორიით.

 

სკოლების რეაბილიტაცია გულისხმობს ყველა კომპონენტის სრულ შეცვლას, რეაბილიტაციას და ასევე სკოლების აღჭურვას საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით, კომპიუტერული ტექნიკით, ბიბლიოთეკებით და ა.შ.

 

„განსაკუთრებული მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს ამ მნიშვნელოვანი პროექტის  განხორციელებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის აღორძინება. საზოგადოების წარმატებულ მომავალზე ზრუნვა ერის ღირსების საქმეა და ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ადამიანი ღირსეული მაშინ არის, როდესაც ის სწორ, გამჭვირვალე, ქვეყნის კეთილდღეობისთვის საჭირო განათლებას მიიღებს და ამ განათლების გამოყენებას ისწავლის.  ეს კი თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრების გარანტია.

 

ამერიკის მხარდაჭერა ამ 27 წლის განმავლობაში ყოველთვის დიდი იყო და იმედი მაქვს მომავალშიც ასე იქნება“, -  განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner