logo_geo
eng_logo
პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრმა, საკუთარი პარტიის ოფისი გაქურდა!
- +

9 ივნისი. 2016. 20:54


შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, რომელიც პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" სააგიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, პარტიის კუთვნილ ლეპტოპს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner