logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისში მომხდარი ბინების გაქურდვის 24 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი
- +

7 დეკემბერი. 2019. 11:48

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ბინების გაქურდვის 24 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი:1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს.

 

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი „ვეფხისტყაოსნის“ ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ-მ და ა.ტ.-მ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ.

 

სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, დანარჩენი ნივთების ძებნა-ამოღების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

 

ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს.

 

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner