logo_geo
eng_logo
შსს-ს მომსახურების სააგენტო: სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე
- +

7 დეკემბერი. 2019. 13:44

 

სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე და მისი შეცვლა სავალდებულოა შემდეგ შემთხვევებში:

 

დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენისას;

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში.

 

ამასთან, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner