logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ახალი ერთკაციანი პარტიები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, ფოკუსებს ჩაატარებენ...
- +

9 ივნისი. 2016. 21:04


ისევ ცოცხლები არიან ნათელაშვილები, კუკავები და ერთკაციანი პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ მოსახლეობა დააბნიონ", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.



არსებობს იმის ხიფათი, რომ მოსახლეობა დაიბნეს, სწორად ვერ შეაფასოს ის ფასეულობები, რაცქართულმა ოცნებამ" დანერგა; არ გაუჩნდეთ ილუზია, რომ ახალი ერთკაციანი პარტიები, მათ შორისნაციონალური მოძრაობა", ფოკუსებს ჩაატარებენ; არ მოტყუვნდნენ და არ გადააფასონ. რატომ მარტონაციონალური მოძრაობა"? ისევ ცოცხლები არიან ნათელაშვილები, კუკავები და ერთკაციანი პარტიები, რამდენიც გნებავთ და ამ ფონზე, როდესაც ყველას ყველაფრის უფლება აქვს, მათ შორის გამოთქმის, ქუჩაში გამოსვლის - მათ შეუძლიათ, მოსახლეობა დააბნიონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაჭირვებულია. ევროპაში მიდიან დღეს თავისუფლად, უყურებენ როგორ ცხოვრობენ შვეიცარიაში; ჩამოდიან და აქ დანგრეული ეკონომიკა ხვდებათ, შეჭირვებული ოჯახები, ნახევრად ცარიელი მაცივრები - მათი ცდუნება შეიძლება უფრო მარტივად. თქვენ ნუ გგონიათ, რომნაციონალური მოძრაობაა" მარტო ასეთი. პარტიები არიან, რომლებიც დაპირებებს იძლევიან და იმ დაპირებების უკან არგუმენტები არ აქვთ ხშირად, თუმცა ყველაზე მეტს, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner