logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: კიდევ რაღაცას ვაპირებ, მერე გაგიმხელთ...
- +

9 ივნისი. 2016. 21:05


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განმუხურში მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა


მისი თქმით, განმუხურში აპირებს მშენებლობის დაწყებას, რომლითაც აუცილებლად იამაყებს.


"ისეთ ადგილზე, სადაც პირობითად საზღვარი გადის, ვაპირებ მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას. კიდევ რაღაცას ვაპირებ და როცა დამტკიცდება, მერე გაგიმხელთ."ნაციონალებმა" იქაც კი მოახერხეს და თემა აწიეს, ზღვას გვართმევსო, ზღვის სანაპიროს გვართმევსო, რითაც სისულელესა და უმეცრებაში გადასული განცხადებები გააკეთეს. მათი ლიდერი დავით აღმაშენებელს ედრებოდა მშენებლობების ტემპებით. ახლა უფრო დიდი ტემპებით მიდის ყველაფერი. სწორი მშენებლობებით ყველამ უნდა იამაყოს. დღეს მე ვაშენებ, ხოლონაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა და სიტყვა მშენებლობა ლამის უარყოფოთ სიტყვად აქცია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner