logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: „ქართულ ოცნებას“ გაცილებით ადვილად შეეძლო წარმატების მიღწევა პროპორციული არჩევნების შემთხვევაში...
- +

11 დეკემბერი. 2019. 10:34

 

„გადაგდების თემა პოლიტიკაში იშვიათობა არ არის. გავიხსენოთ, როგორ „გადააგდო“ მერკელმა ჰელმუტ კოლი, ან ის, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში. სააკაშვილ-ჟვანიამაც „გადააგდეს“ შევარდნაძე...“ - ამის შესახებ ექსპერტი და სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„რაც შეეხება აშშ-თან  დაკავშირებულ პასაჟს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ინტერვიუს წინადღეს ივანიშვილი შეხვდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს უკვე შეთანხმებული პოზიცია იყო. ეს უნდა ვივარაუდოთ იმიტომაც, რომ თვითონ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას ლობიზმისა და „ენჯეოების“ მიმართ. ივანიშვილსა სცადა ეთქვა, რომ არ არის აშშ-ის ინტერესების საგანი  ის შედეგები, რომლითაც ოპერირებენ NDI და IRL ამიტომ ივანიშვილის კრიტიკა იმას ეხება, რასაც ტრამპიც  აკრიტიკებს. ეს სახიფათოდ არ მიმაჩნია.

 

რაც შეეხება იმას, როგორ აღიქმება, რომ ივანიშვილმა „გადააგდო“ ოპოზიცია...

გადაგდების თემა პოლიტიკაში იშვიათობა არ არის. გავიხსენოთ, როგორ „გადააგდო“ მერკელმა ჰელმუტ კოლი, ან ის, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში. სააკაშვილ-ჟვანიამაც „გადააგდეს“ შევარდნაძე... მოკლედ, ეს ხერხი, სამწუხაროდ, შეიძლება გამოიყენოს პოლიტიკოსმა, მაგრამ აქ სხვა საფრთხე ჩნდება - თუ აკრძალულ ხერხს იყენებ, მერე აუცილებლად უნდა გაიმარჯვო, არ უნდა დამარცხდე.  თუ არ გაიმარჯვებ, ხუთჯერ უარეს შედეგს მიიღებ, ვიდრე სხვა შემთხვევაში მიიღებდი... გათვალა თუ არა ეს ივანიშვილმა, არ ვიცი, ვერც იმას ვიტყვი, ეს ნაბიჯი მიიყვანს თუ არა მას გამარჯვებამდე...

 

ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ საიმისო არაფერი სჭირდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ვფიქრობ, გაცილებით ადვილად შეეძლოთ წარმატების მიღწევა პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, ვიდრე ახლა ასეთი ხმაურის, აურზაურისა და „გადამგდებლის“ იმიჯის შეძენის შემდეგ“,- აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner