აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შუადღისას დააკავეს.
ცნობისთვის, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წუხელ, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. აღნიშნულის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა, მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.