„მე შევხვდი ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც შემდგომში შემოგვიერთდებიან. მე მათ მოვახსენე საქართველოში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა. ასევე, მოხარული ვარ, რომ მათი ბოლო შეხვედრის დროს აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა და დიალოგი შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსიების დროს ყველა მხარის ჩართულობა, რათა ორივე მხარეს შორის საერთო ენის გამონახვა მოხერხდეს“, - განაცხადა ჰარცელმა.