logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: კახი კალაძე არის უაღრესად მოწესრიგებული კაცი!
- +

9 ივნისი. 2016. 21:25


საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსად კახა კალაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციები არ ყოფილა.


თუმცა ივანიშვილი კალაძეს უაღრესად შრომისმოყვარე ადამიანად აფასებს და მის კანდიდატურას მიესალმება.


„კახი არის უაღრესად მოწესრიგებული კაცი. როცა პოლიტიკაში მოვედი და კახის პირველად შევხვდი, შევკითხე, სად ისურვებდი და სად ხედავ შენს ადგილს-მეთქი და დღესაც ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მიპასუხა: სადაც მეტყვით, გინდათ - დაცვაში, გინდათ თავდასხმაში, გინდა თავზე დავდგები, ოღონდ ჩემს ქვეყანას მოვემსახუროო. ასეთი კაცია კახი კალაძე. მან იცის შრომის ფასი და შემთხვევით არ მიუღია მიღწევები ფეხბურთში", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოებას გერმანულის მსგავსი შრომის კულტურა სჭრიდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner