logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ეს მიშას კაგებეშნიკური მმართველობის სტილი იყო!
- +

9 ივნისი. 2016. 22:06


„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ნაცმოძრაობას მე დღეიდან „ედინაია ნაცმოძრაობას" ვეძახი.

 

არც არასოდეს ვთვლიდი, რომ ჟირინოვსკის პარტიისგან რამით განსხვავდებოდნენ. ჟირინოვსკი-ბოკერია, პუწინი-სააკაშვილი, დუგინი-კანდელაკი ესენი ხომ თანხვედრაში არიან დღეს და ერთად ცდილობენ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს შენგენში უვიზო მიმოსვლის უფლება.

 

ყოველთვის ეგრე იყო, საპატრულო პოლიცია ჩვენი პარტნიორების აშშ-ს და ევროპელების დახმარებით გაკეთდა რომელსაც ბიძინა აფინანსება, მიშამ რა გააკეთა? პუტინივით სპეცრაზმი შეუსია ჯერ ტელეკომპანია იბერიას, შემდეგ დახურა ტელეკომპანია 202, შემდეგ წაართვა რუსთავი 2 მის კანონიერ მესაკუთრეებს ყაჩაღურად, შემდეგ ტელეკომპანია იმედი დაარბია ისევ პუტინისეულად არა უარესად და გაძარცვა გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც პირველ რიგში წაართვა ტვ იმედი!

 

პუტინზე უარესად არბევდა აზრის გამოხატვის გამო შეკრებილ მოქალაქეებს და სასტიკად უსწორდებოდა მათ პოლიტიკური ნიშნით. აქციაზე ცემით ადამიანების უსასტიკესი მკვლელობები და სახურავზე შემოწყობა, ეს მიშას კაგებეშნიკური მმართველობის სტილი იყო! ასე რომ მე შეკითხვები აღარ მაქვს ამ მკვდარ პოლიტიკურ ორგნიზაციასთან!"- წერს ცაგურია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner