"საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, ისინი ყოველთვის პირველები იქნებიან", - ამბობს კომენტატორი ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის 2019 წლის გრან-პრის ფინალის გამარჯვებული წყვილის, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შესახებ.
იტალიის ქალაქ ტურინის ოლიმპიადის გამარჯვებულმა ქართულმა წყვილმა 7 დეკემბერს ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა და უკან, რუსი და ამერიკელი მეტოქეები ჩამოიტოვა. გალა კონცერტზე საჩვენებელი გამოსვლისას, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა "აჭარულის" მუსიკაზე იცეკვეს.