logo_geo
eng_logo
„თვითმფრინავში „2 გიორგი“ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა“ - გიორგი ბარამიძე და გიორგი ვაშაძე კიევში იმყოფებოდნენ
- +

9 ივნისი. 2016. 22:09


რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან დაბრუნდნენ გიორგი ბარამიძე და გიორგი ვაშაძე. ისინი ერთი თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ, მაგრამ ცალ-ცაკლე გამოვიდნენ მოსაცდელ დარბაზში. როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს ერთ-ერთ მგზავრზე დაყრდნობით, თვითმფრინავში „2 გიორგი"  ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა, თუმცა ახლოს ისხდნენ.

უკრაინული წყაროები კი ირწმუნებიან, რომ ორივე, ასევე ცალ-ცალკე მართავდა მოლაპარაკებას მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი კიევში გავლით იმყოფებოდა.



უკრაინული მედიის ცნობას უარყოფს ვაშაძე და ამბობს, რომ ის კიევში კი იმყოფებოდა, მაგრამ სააკაშვილი არ უნახავს და უკრაინის დედაქალაქში ფონდის საკითხზე ჩავიდა.



„ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს: სააკაშვილი საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული იმ შიდა კონფლიქტში, რაც გიორგი ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლით დასრულდა. მიშა ჯერჯერობით ერთ მხარესთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას და მეორესთანაც: გიორგი ვაშაძის გასვლა პარტიიდან კი დაგმო სიტყვიერად, ოღონდ გამარჯვებულ გუნდსაც უთხრა, რომ მთელი პასუხისმგებლობა მომავალ არჩევნებში ნაციონალთა წარმატება-წარუმატებლობისთვის უკვე მათ ეკისრებათ. თავის მხრივ, ვაშაძეც არ წყვეტს ბოლომდე ურთიერთობას ოდესის გუბერნატორთან და იმ გუნდთან, რომელიც მიშასთან ერთად დარჩა უკრაინაში. ხსენებულ გუნდს უკან დასახევი გზა აღარ აქვს, რადგან ბევრმა მათგანმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო", - წერს ჟურნალისტი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner