საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების მოთხოვნით მიმართა.
„დღეს საპენსიო სააგენტო გამართულად მუშაობს, გვაქვს კარგი შედეგები, უფრო კარგი, ვიდრე ველოდით. რეფორმა მიმდინარეობს კარგად“, - განაცხადა სურგულაძემ.
კითხვაზე, თუ რატომ ტოვებს აწყობილ და გამართულ სისტემას, სურგულაძე პასუხობს, რომ რთული გამოწვევების მიმართ ინტერესი აქვს, რომელიც ამ ეტაპზე გადალახა.
სურგულაძე სამომავლო გეგმების შესახებ ამ ეტაპზე არ საუბრობს.