logo_geo
eng_logo
შსს-მ დირბში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

9 დეკემბერი. 2019. 12:52

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ბ.ც. დააკავეს.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიძეს - 1996 წელს დაბადებულ ვ.ჭ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები საქმეში არსებული სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების დადგენა-გამოკვეთის მიზნით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner