logo_geo
eng_logo
შალვა ნათელაშვილი: გიგი უგულავა იყო სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი!
- +

9 დეკემბერი. 2019. 13:20

 

„უგულავა ულმობელი იყო ოპონენტების მიმართ და დიდი მილიონების მაკეთებელი“ , - აღნიშნა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

 

„გიგი უგულავა იყო სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი და 7 ნოემბრის მთავარი ჯალათიც. გახსოვთ, მაშინ იქ მენაგვეები მივიდნენ კარვების აყრაზე, ვითომ მენაგვეები, თორემ სინამდვილეში სპეცსამსახური ჰქონდა უგულავას ქალაქში. უგულავა ულმობელი იყო ოპონენტების მიმართ და თან დიდი მილიონების მაკეთებელი. პატარა სიმპათიები დამრჩა, როდესაც დაიჭირეს, რადგან გაუწოდა ხელები და უთხრა, დამადეთ ბორკილებიო. მტერიც ხომ უნდა შეაფასო ადამიანურად. თუმცა იმ სიმპათიებიდან აღარაფერი დარჩა. გიგი უგულავამ 2006 წელს უდესიანის ბანდა მიუსია საკრებულოს ოპოზიციას და სასტიკად აცემინა მთელი ოპოზიცია. მათ შორის ჩვენი ჯგუფიც, კიდევ ძიძიგური და კუკავაც. კუკავა საერთოდ ხელით გაიტანეს დარბაზიდან. ამით უგულავამ მოსპო ოპოზიციური აზრი ქალაქის საკრებულოში. ეს კაცი არც ერთგული არ ყოფილა. მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობის პირად აქცია, მილიონებიც აშოვნინა და ამის დაფასების უნარიც არ ჰქონია. ჩემთვის ყველა მოღალატე მოღალატეა, ჩემიც და სხვისიც“, - აღნიშნა ნათელაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner