logo_geo
eng_logo
ფესტივალი „ნიღაბი“ 10 დეკემბერს დასრულდება
- +

9 დეკემბერი. 2019. 13:49

 

მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი „ნიღაბი“ წელს მერვედ იმართება.

 

ფესტივალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზი 3 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მასპინძლობს.

 

ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა დასების მიერ წარმოდგენის სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური აფასებს. მათ მიერ გამოვლინდება გამარჯვებული  10 ნომინაციაში.

 

6 დეკემბერს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო თავისუფალი უნივერსიტეტის „აზდაკის დასმა“, რომელიც წარსდგა სპექტაკლით „ალტონელი განდეგილები“ ჟან-პოლ სარტრის პიესის მიხედვით.

 

 

თავისუფალი უნივერსიტეტის თეატრალური დასის რეჟისორი დემეტრე დგვეფაძე „რეპორტიორთან“ საუბარში ამბობს, რომ ფესტივალი „ნიღაბი“ არის სტუდენტებისთვის  ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და მადლობას უხდის ფესტივალ „ნიღაბის“ ორგანიზატორებს.

 

„ფესტივალი „ნიღაბი“ არის სტუდენტებისთვის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და თქვან საკუთარი სათქმელი მაყურებლის წინაშე. მომავალშიც, სანამ სტუდენტი ვიქნები, აუცილებლად შევეცდები, მივიღო ამ ფესტივალში მონაწილეობა. რაც შეეხება „აზდაკის დასის“ წევრებს, ვერც ერთს ვერ გამოვყოფ თავისი მსახიობური ნიჭით, რადგან ყველა წევრი ძალიან კარგად ასრულებდა თავის როლს.

 

ჩემი დადგმული სპექტაკლით კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ღირსეულად წარვმდგარიყავით ფესტივალ „ნიღაბზე“.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო ფესტივალ „ნიღაბის“ ორგანიზატორებს იმისთვის, რომ მოგვცა შესაძლებლობა,  მიგვეღო მონაწილეობა ამ ფესტივალში“,- აღნიშნა დიმიტრი დგვეფაძემ.

 

 

ფესტივალ „ნიღაბის“ ორგანიზატორმა ზიზი  მარგალიტაძემ „რეპორტიორთან“ საუბარში აღნიშნა, რომ თეატრალური დასების დონე ყოველწლიურად იზრდება.

 

„ჩვენი ფესტივალი უკვე მერვედ ტარდება. მეექვსე წელია არის საერთაშორისო, ყოველწლიურად უცხოეთიდან ჩამოდიან სტუმრები, წელს გვყავს სტუმრები პოლონეთიდან და უნგრეთიდან.

 

თეატრალური დასების დონე ყოველწლიურად იზრდება, წელს გაცილებით მაღალი დონეა, ვიდრე წინა წლებში და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ. იმედია, ყოველწლიურად გავიზრდებით და უფრო მეტად დაიხვეწება  ფესტივალი, ასევე თითოეული დასი. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ დასს“,- აღნიშნა ზიზი მარგალიტაძემ.

 

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ მამალაძემ  „რეპორტიორთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მათმა სპექტაკლმა მოლოდინი გაამართლა  და მოხარულია, რომ ამ ფესტივალის ნაწილია.

 

„ფესტივალი „ნიღაბი“ საკმაოდ საინტერესოა. ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდებს გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ასეთი კარგი სპექტაკლები დავდგათ და წარმოვადგინოთ მაყურებლის წინაშე. ჩვენი თამაში სპექტაკლ „ალტონელ განდეგილებში“ იმაზე კარგი იყო, ვიდრე ველოდით და მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. მოხარული ვარ, რომ ამ ფესტივალის ნაწილი ვარ“,- აღნიშნა მარიამ მამალაძემ.

 

 

ორგანიზატორი გიორგი სინაურიძე „რეპორტიორთან“ საუბარში ამბობს, რომ თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს შესანიშნავი სპექტაკლები.

 

„ფესტივალი „ნიღაბი“ უკვე რამდენიმე წელია აბედნიერებს ყველა სტუდენტს. დღევანდელ დღეზე იმას ვიტყვი, რომ თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს შესანიშნავი სპექტაკლები. ახალგაზრდები, რომლებიც თამაშობენ თავისუფალი უნივერსიტეტის სპექტაკლში, არიან ძალიან მაგრები, როგორც ყველა სხვა დასი, რომელიც არის ჩართული  ჩვენს ღონისძიებაში“,-აღნიშნა გიორგი სინაურიძემ.

 

 

ფესტივალ „ნიღაბის“ ორგანიზატორმა ლიკა გაბროშვილმა „რეპორტიორთან“ საუბარში აღნიშნა, რომ  ფესტივალის საზეიმო დახურვის დროს 10 ნომინაციაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

 

„ფესტივალი „ნიღაბი“ არის ძალიან დიდი ზეიმი სტუდენტურ სამყაროში.  ფესტივალის საზეიმო დახურვის დროს გამარჯვებულები ათ ნომინაციაში გამოვლინდებიან, ესენია: ქალის და მამაკაცის დრამატული როლი, ქალის და მამაკაცის ეპიზოდური როლი, ფესტივალის აღმოჩენა, კომედიური ქალის და მამაკაცის როლი, მთავარი ქალის და მამაკაცის როლი, მეორეხარისხოვანი ქალის და მამაკაცის როლები და ასევე მაყურებლის რჩეულიც“,- აღნიშნა ლიკა გაბროშვილმა.

 

 

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა  და თეატრალური დასის „ჰიგიას“ წევრმა ნინი ებიტაშვილმა „რეპორტიორთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ფესტივალი „ნიღაბი“ უფრო საინტერესო გახდა, ვიდრე იყო წინა წლებში.

 

„ფესტივალი „ ნიღაბი“ ძალიან მომწონს. ვფიქრობ, საუკეთესო შანსია მოყვარულ სტუდენტებისთვის, რომ ერთმანეთს თავიანთი ნამუშევრები აჩვენონ და გაუზიარონ გამოცდილება. ამ ფესტივალზე ყოველ წელს უფრო და უფრო კარგი სპექტაკლები არის, უფრო მეტად იხვეწება დასები და ვითარდება“,- აღნიშნა ნინი ებიტაშვილმა.

 

 

ფესტივალ „ნიღაბის“ ჟიურის წევრმა ილო ბეროშვილმა „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა, რომ  ის მოყვარულ მსახიობებს აფასებს შინაგანი კრიტერიუმებით და ეყრდნობა ინტუიციას.

 

ფესტივალი „ნიღაბი“ ძალიან კარგია, არ ვიცოდი, თუ რვა წელი ასეთი კარგი რამ ხდებოდა, ახლა ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი, ძალიან მიხარია, კიდევ ძალიან მიხარია ის, რომ ჩემი ბავშვობის პედაგოგთან გოგი თოდაძესთან ერთად ვაფასებ სპექტაკლებს.

 

ცოტა არ იყოს დავიბენი, ჩემი უშუალო პროფესია მსახიობობა არ არის, მე არ მაქვს დამთავრებული სამსახიობო. მოყვარულ მსახიობებს ვაფასებ  ჩემი შინაგანი კრიტერიუმებით და ვეყრდნობი ინტუიციას. პირველ რიგში ანი  ბებიამ მასწავლა ის რომ, ერთი როცა თამაშობს, ვინც ლაპარაკობს მაინცდამაინც იმას არ უნდა უყურო და სხვებსაც უყურე, ვინც ჩუმად არიანო“, - აღნიშნავს ილო ბეროშვილი.

 

 

 

 

 

ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ელენე ჩხიკვაძემ „რეპორტიორთან“  განაცხადა, რომ ფესტივალი  „ნიღაბი“ ძალიან მოსწონს, ყველა დასი ფანტასტიურია და მათ უსურვებს დიდ წარმატებას. ასევე  ორგანიზატორმა ხატია სულაბერიძემ  განაცხადა, რომ ის მოუთმენლად ელოდა კავკასიის უნივერსიტეტის სპექტაკლს, რადგან მას ჩაბარების დროს ერთი ეპიზოდი აქვს ნანახი.

 

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა და „CU დასის“ წევრმა ბათო ახალბედაშვილმა „რეპორტიორთან“ ისაუბრა საკუთარ როლზე და სპექტაკლზე. აღნიშნა, რომ ეს ფესტივალი საუკეთესო საშუალებაა, რომ მოყვარულმა მსახიობებმა წარმოაჩინონ საკუთარი თავი მაყურებლის წინაშე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner