კამპანია „პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათამაშო ბიზნესის თვითრეგულაციას, რათა ადამიანებმა გასართობად ითამაშონ და არა პრობლემების „გამოსამუშავებლად“.
რა არის პასუხისმგებლიანი თამაში? – პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში, პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ – ეს არის მთავარი მიმართულებები, რომლებიც კომპანიამ თავისი ბიზნესის ფუნდამენტურ ნაწილად აქცია.
ის, რომ სათამაშო ბიზნესი არ არის სრულიად ურისკო, არახალია. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა თამაშს ყოველდღიური გართობის საშუალებად მიიჩნევს, მაინც არის მოთამაშეთა მცირე რაოდენობა, ვისთვისაც თამაში შეიძლება პრობლემური გახდეს. განსაკუთრებით მოწყვლადია არასრულწლოვანთა სეგმენტი, რომლებიც, მიუხედავად დღემდე არსებული ფილტრებისა, მაინც აღწევენ სათამაშო პლატფორმებზე.
რას გვთავაზობს „ევროპაბეთი?“
2020 წლის იანვრიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს შესთავაზებს ონლაინ ხელსაწყოებს, რაც უპრეცედენტო იქნება ქართული სათამაშო ბაზრისთვის. ესენია:
გარდა ამისა, „ევროპაბეთი“ 2019 წლის დეკემბრიდან, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას. კერძოდ:
საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში „ევროპაბეთი“ 2,2 მილიონ ლარს დახარჯავს. კერძოდ:
მოგება და კლიენტთან ურთიერთობა
ნებისმიერი ბიზნესის მიზანია მოგების ნახვა, სხვა შემთხვევაში ბიზნესის არსებობას აზრი ეკარგება. რა თქმა უნდა, არცერთი ბიზნესის ინტერესი არ არის მომხმარებლისთვის პრობლემების შექმნა. ხშირ შემთხვევაში ბიზნესმა მომხმარებელი საკუთარი თავისგანაც უნდა დაიცვას. „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომებით, კლიენტებთან სამართლიანი კომუნიკაციით, ყველა ბიზნესი ცდილობს მის მიმართ ლოიალობის გაზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, მას სტაბილური, გარანტირებული კლიენტებით უზრუნველყოფს.
„მაგალითად, ბანკებს ჰყავთ საკრედიტო რისკების შემფასებლები, რომლებიც მომხმარებლის ნაცვლად აკეთებენ მომხმარებლისვე გადახდისუნარიანობის ანალიზს. ხშირ შემთხვევაში, რაც უფრო მეტ სესხს იღებს, მით უფრო უხარია მომხმარებელს. ესეც განათლებისა და ბაზრის განვითარების ნაწილია. სწორედ ანალოგიური რისკების დაზღვევას ემსახურება „პასუხისმგებლიანი თამაში“ ბიზნესოპერაციებში. ჩვენი მიზანია, მომხმარებელი ჩვენთან გაერთოს და ამ გართობით საკუთარ თავს პრობლემა არ შეუქმნას“, – მიიჩნევს ლაშა გოგუა.
„ევროპაბეთი“ – გლობალური „BETSSON“-ის წევრი
„ევროპაბეთი“ 4 წლის წინათ გაიყიდა და მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია „BETSSON“-ის მფლობელობაში. „BETSSON“ გლობალური კომპანიაა, ლეგალურად ოპერირებს 10 სხვადასხვა ქვეყანაში და გლობალური კომპანიის ნაწილად ყოფნა, სხვა ბენეფიტებთან ერთად, ევროპული სტანდარტებისა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარებასაც მოიაზრებს.
„საქართველოს სათამაშო ბიზნესი განვითარებადია და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკების გაზიარებას საჭიროებს. აქ არაფერია ისეთი, რაც ჩვენი გამოცდილებით ევროპულ ქვეყნებში არ ყოფილა. უბრალოდ, ჩვენ განვითარების ამ ეტაპზე ვართ და აუცილებელია თანმიმდევრული ცვლილებები“, – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა.
მისივე თქმით, „პასუხისმგებლიანი თამაშის“ ქართულ ბაზარზე შემოტანა ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო, რაც BETSSON-მა „ევროპაბეთის“ შეძენის მომენტიდან დაიწყო.
აღნიშნული კონცეფციის პირველი ფაზა „ევროპაბეთის“ მიერ ბრენდ ამბასადორად ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს მოწვევა იყო, რომელიც
მომხმარებლებში აჟღერებდა მთავარ გზავნილს: „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“.
„ევროპაბეთი“ სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას დეკემბერში იწყებს და ის ეტაპობრივად განხორციელდება. ყოველი კვარტალის ბოლოს „ევროპაბეთი“ წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე: responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ ინიციატივას.