logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მოსამართლეობის გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობაში კრიტიკული მოსაზრებებია
- +

9 დეკემბერი. 2019. 14:46

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნაწილთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კრიტიკული მოსაზრებებია. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსმენილი 20 კანდიდატიდან მხარდაჭერას ყველა ვერ მიიღებს.

 

„დგება მომენტი, როდესაც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო. ახლა სასამართლოში არის 8 მოქმედი მოსამართლე, აქედან 3-ს მალე ეწურება ვადა და არის ათასობით საქმე, რომელიც უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს. ეს არის საქმეები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან. პარლამენტი მიიღებს გამჭვირვალედ ამ გადაწყვეტილებას. ყველა ნახავს, ვინ იქნებიან პარლამენტის მხარდაჭერილი კანდიდატები. რა თქმა უნდა, არ ველოდები, რომ ყველა კანდიდატი იქნება მხარდაჭერილი. გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობაში არის კრიტიკული მოსაზრებები. ვფიქრობ, ყველა გააკეთებს ისეთ არჩევანს, როგორი დასკვნაც ჩვენ გამოვიტანეთ მოსმენების ფარგლებში. ერთი რამ ცხადია, პარლამენტმა პროცესი ჩაატარა დემოკრატიულად და გადაწყვეტილებაც ასევე იქნება მიღებული სამართლიანი და ობიექტური“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner