logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის 20-ვე კანდიდატი არც ერთ შემთხვევაში არ დამტკიცდება
- +

9 დეკემბერი. 2019. 14:47

 

„სურათი ისე არის ჩამოყალიბებული, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არც ერთ შემთხვევაში არ დამტკიცდება. რამდენი იქნება და ვინ იქნება, ეს უკვე ოთხშაბათისთვის გაირკვევა“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

„საკომიტეტო სხდომა შედგება, ამის შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ მოსამართლეების საკითხს და უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება სასამართლო სისტემის სათანადო განვითარებას. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

კითხვაზე, როდესაც ოპონენტები ამბობენ, რომ მოსამართლეთა 20-კაციანი სიის დამტკიცებას არ დაუშვებენ, ამის ფონზე როგორ აპირებს ხელისუფლება სიის გატანას, კობახიძე პასუხობს, რომ ეს არის კიდევ ერთი დაპირება დესტრუქციასთან დაკავშირებით.

 

„ოპოზიცია მუდმივად დესტრუქციაშია დარჩენილი. არ ვიცი, ამით რას მიაღწევენ. ვერაფერსაც მიაღწევენ. რეალურად, ჩვენ ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში და ორიენტირებული იმაზე, რომ ინსტიტუტები ამ ქვეყანაში განვითარდეს. იცით, 2012 წლის შემდეგ როგორ პროგრესს მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის სასამართლოს ნაწილში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner