logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი ამოცანაა სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა
- +

9 დეკემბერი. 2019. 16:45

 

„ჩვენი ამოცანაა სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა“, - აღნიშნა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას.

 

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს კაპიტალური დანახარჯებისთვის, აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს პროექტების სწორ შერჩევაზე, აღნიშნული პროექტის  სოციალური, ეკონომიკური ეფექტის მიღებაზე და  განხორციელების მონიტორინგზე.

 

ფინანსთა მინისტრის თქმით, შემუშავებულია სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგია და გზამკვლევი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი პროექტის შერჩევის, მისი ბიუჯეტირებისა და მონიტორინგის ეტაპები.

 

„2020 წლის ბიუჯეტს პირველად დაერთო აღნიშნული მეთოდოლოგიის შესაბამისად მომზადებული 14 პროექტის ანალიზი. მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, ჩვენ წლის ბოლომდე განვაახლებთ აღნიშნულ მეთოდოლოგიას და 2021 წლის ბიუჯეტთან ერთად მსხვილი პროექტების 50% პროცენტზე  მეტის  ანალიზს მოვამზადებთ განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

მისი თქმით, საბიუჯეტო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში განსაკუთრებული წვლილი აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს რისთვისაც ივანე მაჭავარიანმა მათ მადლობა გადაუხადა.

 

„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, ვინაიდან მათი პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner