logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: დღეს საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს
- +

9 დეკემბერი. 2019. 18:05

 

„დღეს საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს“,  - განაცხადა  ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას.

 

მისი თქმით,  საბაჟო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის, ელექტრონული სერვისების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა, ამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტების საბაჟო პროცედურებს. 

 

„სერვისების ნაწილში, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს და ამ კუთხით, ძალიან ვუახლოვდებით „ციფრული საბაჟოს“ კონცეფციას“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

მისი თქმით, წელს, პირველად გახდა შესაძლებელი საბაჟოზე საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოდგენა, რაც ამარტივებს საბაჟო ადმინისტრირებას გადამხდელებისთვის და კიდევ უფრო დაცულს ხდის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner