მუსიკოსი „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას – „პასუხისმგებლიანი თამაში“ – დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ ასეთი ტრენდის შექმნას ბიზნესის ამ სექტორში ბევრმა კომპანიამ უნდა დაუჭიროს მხარი.
„კარგია რეკლამების შემცირება, თუმცა საინტერესოა რა შედეგს დადებს ეს, უნდა დახურონ ონლაინ კაზიონოები და გადაიტანონ ქალაqგარეთ და ყველა რეკლამა უნდა ჩამოხსხნან და ნაკლები პოპულარიზაცია მოხდეს, რაც ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. აი, მაშინ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში“, - განაცხადა ოთო ნემსაძემ pia.ge-სთან საუბრისას.
მუსიკოსი ამბობს, რომ კარგია რეკლამების შემცირება, თუმცა ამ კონკრეტულ შეთხვევaში შესაძლოა, „ევროპაბეთის“ მომხმარებლის სიმცირესთან ჰქონდეთ საქმე.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კომპანია „ევროპაბეთმა“ ახალი სოციალური კამპანია გააცნო საზოგადოებას - „პასუხისმგებლიანი თამაში“. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე და უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.