logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: რთულად დასაჯერებლია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე
- +

9 დეკემბერი. 2019. 21:02

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ  ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

 

მისი თქმით, ძალიან რთული დასაჯერებლია, რომ საქართველოში, სამედიცინო კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა მომგებიან ბიზნესად განიხილებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკები სამინისტროს დაუმტკიცებენ, რომ ახალი ტარიფები ბევრად დაბალია, ვიდრე მისი რეალური ღირებულება, სამინისტრო ტარიფების ცვლილებას დასთანხმდება.

 

მისივე თქმით, საქართველოში ჯანდაცვის სფერო და კონკრეტულად კლინიკები გათავისუფლებული არიან ყველა იმ გადასახადისგან, რომლითაც ბიზნესის დანარჩენი სფერო იბეგრება. შესაბამისად, რთულად დასაჯერებლია, რომ ისინი წაგებაზე წავიდნენ.

 

ჩვენ გამოვაქვეყნეთ ცხრილი, თუ, როგორ შეიცვალა ტარიფები. ხშირ შემთხვევაში ახალი ტარიფები ძველთან შედარებით მომატებულია, ან თანაბარია.  მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია წინა არსებულ ტარიფებთან შედარებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

მისივე თქმით, სამინისტროში ინტენსიურად მიმდინარეობს შეხვედრები კლინიკების ხელმძღვანელებთან. ხელისუფლების მოთხოვნა კვლავ იგივე რჩება, კერძოდ, თუ ისინი ბოლო ორი წლის შესყიდვებით, სამინისტროს წარმოუდგენენ, რომელი მოწყობილობებით სარგებლობდნენ, რა კომპონენტი არის ამ წაგების მაჩვენებელი და კლინიკების შიდა შესყიდვები სამინისტროსთვის გამჭვირვალე გახდება, მთავრობა ამა თუ იმ ფასის შეცვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.    

 

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ასევე აქვს საბაჟოს მონაცემებთან წვდომა და იცის, ქვეყანაში იმპორტირებული, რომელიც სამედიცინო აპარატურის შეძენა რა 

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინისტრი შეეხო, საყოველთაო ჯანდაცვაში სელექტიური კონტრაქტების დანერგვაა:

 

სელექტიური კონტრაქტირების ფარგლებში ჩვენ გვაქვს უკვე შესწავლილი, რომელი დაწესებულებები შეესაბამებიან სამინისტროს მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ასევე შესწავლილი გვაქვს ამ კლინიკების საწოლ-ფონდის გადანაწილება, მათი სტაფის შემადგენლობა და ასე შემდეგ. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა კომპონენტს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტი კლინიკაში შესვლიდან გაწერამდე უწყვეტ მომსახრებას იღებდეს“, - - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

 

ეკატერინე ტიკარაძე, რეფორმაში მონაწილე მხარეებს კორექტულობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ  დესტრუქცია არასდროს არის შედეგის მომტანი.  

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner