logo_geo
eng_logo
ხოსე მანუელ გარსია-მარგალო: ესპანეთი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მხარს უჭერს
- +

28 თებერვალი. 2016. 14:29



ესპანეთი მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამ მიმართულებით დადებით სიგნალებს ელოდება", - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მან საქართველოს ხელისუფლებას  ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა მიულოცა.


საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს რეფორმების პროგრამას და ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპასთან დაახლოების პროცესში. გვიხარია, რომ ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება წარმატებით ხორციელდება. გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ და მივულოცოთ საქართველოს ხელისუფლებას და მინისტრს ის, რომ ევროკავშირის ანგარიში ძალიან პოზიტიური იყო, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ესპანეთი საქართველოს მხარს უჭერს და ჩვენ ველოდებით კარგ სიახლეს ევროკავშირიდან როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენთვის"- განაცხადა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.


პრესკონფერენციაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესპანეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ეს არის უმთავრესი იმისათვის, რომ მსოფლიომ მოახერხოს საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაარსებობა". 



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner