logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ არ გამოიყენოს მიწის რესურსი
- +

10 დეკემბერი. 2019. 01:01

 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ  ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რაციონალურად და ოპტიმალურად არ გამოიყენოს არსებული მიწის რესურსი. ამ მხრივ, ქვეყანას სჭირდება ცოდნის გაღრმავება, რათა  აქ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იწარმოებოდეს, რაზეც მუდმივად იზრდება მოთხოვნა განვითარებულ ქვეყნებში.   

უნდა ავღნიშნო, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ძალიან კარგი მინისტრი გვყავს, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და მომავალში კიდევ უფრო მეტი პროგრამები ამუშავდება, რათა გავზარდოთ ჩვენი ფერმერების და გლეხების ცოდნა და შესაძლებლობები, რაც მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ფასზეც აისახება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „ველურს ბუნებასთან“ ინტერვიუში.

 

მისივე თქმით, საქართველო არ არის მდიდარი ისეთი წიაღით, როგორიცაა მაგალითად ნავთობი და გაზი. ხოლო რაც გაგვაჩნია, იმას უნდა რაციონალური გამოყენება, სწორი დაგეგმარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რათა წინასწარ იყოს დაგეგმილი იმ ადგილების რეაბილიტაცია-რეკულტივაცია, რაც წიაღის მოპოვების შემდგომ, ისევ მოსახლეობის სამსახურში დააბრუნებს ამ მიწებს.

 

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს საკურორტო სივრცეები გამორჩეულია არამხოლოდ კავკასიაში, არამედ მსოფლიოში.

 

ეს არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა. ამის მაგალითია აბასთუმანი, რომელიც მთელს კავკასიაში გამოირჩევა თავისი სამთობალნეოლოგიური ფუნქციით, რომლის ანალოგიც ძალზედ ცოტაა არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში არამედ სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამგვარი კურორტების სწორად განვითარება, რომ შევინარჩუნოთ ეკოლოგიური სიმდიდრე, რაც მათ აქვთ და ამავდროულად, შევძლოთ ეკოტურიზმის განვითარება, რაც თავის მხრივ დადებით ასახვას ჰპოვებს პირველ რიგში იმ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე, მეორეს მხრივ კი საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ჩვენი ბუნება“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner