logo_geo
eng_logo
მაია ფურცელაძე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საშველი არ დადგა!
- +

9 ივნისი. 2016. 22:49


ჟურნალისტი მაია ფურცელაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მუშაობას გამოეხმაურა და „პრაიმტაიმის" კითხვას  - თუ რამდენად ხარისხიან პროდუქტს ქმნის „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ხალხის ფულით? - ასე უპასუხა: ამ არხის საშველი არ დადგა!




„ალბათ ათი წელია „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" არ შემიხედავს. გადაცემაც კი არ ვიცი, რა აქვთ. ერთადერთი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვუყურე ინტერნეტში.

 

შეგიძლიათ, იმ ადამიანების რიცხვს მიმათვალოთ, რომლებიც საერთოდ არ უყურებენ ამ არხს. იცით, რატომ? დავიღალე ამ მოსაწყენი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ყოფნით. მარტო გოგი გვახარიას ვუყურებ და იმასაც „თავისუფლების" საიტზე.

 

ამ არხის საშველი არ დადგა", - ამბობს მაია ფურცელაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner