„მინდა, ვირწმუნო, პრეზიდენტმა ამ ტერმინის გამოყენებით ხუმრობა სცადა", - ასე ეხმაურება ზვიად კვაჭანტირაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მმართველ კოალიციაში „მოძველბიჭო ჯგუფები" არიან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მმართველი ძალის მიზანია, მომავალი არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართალიანი გარემო უზრუნველყოს.
„კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით კი მკაცრი რეაგირება სახეზეა - რაც შეგვეძლო გავაკეთეთ და ერთმნიშვნელოვნად დავგმეთ ეს პროცესი", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.