ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
ამ კაცს ძალიან ბევრი იცნობს, თუკი ერთხელ მასთან მოხვედრილხართ, გამორჩეული ყურადღებით, გულისხმიერებით, უშუალობით უსათუოდ დაგამახსოვრდებოდათ - საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრის დამაარსებელი და დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ან უბრალოდ, ექიმი გელა მუხაშავრია! სამოციანელი თბილისელების თაობის სიყვარულის და „წეს-წყობილების“ მომგონებელი, მისი თაობის ბიჭების ტრადიციების შემნახავი და დამფასებელი და თავად „საპატიო თბილისელი!“
10 დეკემბერი მისი დაბადების დღეა, თვითონ ასაკს ასე კი იოცებს, მაგრამ დღემდე ყოველ დილით სამსახურში მიდის, საოპერაციოშიც შედის და ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება კიდევ ერთი წარმატებული დღე, მადლიერი პაციენტი და ყველაზე დიდი გასამრჯელო, უკან მორჩენილი ტკივილები და მადლობა, მადლობა, გელა ექიმო!
გილოცავ, მინდა, შენი სიყვარულით, სიკეთით, გულითადობით დიდხანს გვეგულებოდე, გელაკუშა!
(ფოტოები-ანო დეისაძის)