logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: 2019 წელი გზების რეაბილიტაციის თვალსაზრისით რეკორდულია
- +

10 დეკემბერი. 2019. 16:54

 

 

დღეს მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პროფესიული დღე მეგზევეებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიულოცა.

 

 

„საგზაო პროექტები ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია და ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილიც სწორედ გზების პროექტებზე მოდის. წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში გამორჩეული წელი გვქონდა - დავასრულეთ 200 პროექტი, ეს არის 800 კილომეტრამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია და დაახლოებით 300 კილომეტრამდე გზის პერიოდული შეკეთება. წელს დავიწყეთ ძალიან ბევრი ისტორიული პროექტი, როგორიცაა, მაგალითად, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი. საერთაშორისო მაგისტრალების მიმართულებით ვახორციელებთ 140 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობას და გაისად უკვე მოცულებებს გავზრდით 200 კმ-მდე, საიდანაც 70 კმ ახალი გზა ექსპლუატაციაში შევა. კერძოდ, ეს არის ქუთაისისა და ხაშურის შემოვლითი გზები, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის გარკვეული მონაკვეთი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

ვიცე-პრემიერის თქმით, წლევანდელი შედეგები რეკორდულია და მხოლოდ რეაბილიტაციის ნაწილში წინა წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია გაკეთებული.

 

 

 

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ისეთმა კომპანიამ დაიწყო ჩვენთან თანამშრომლობა, რომელსაც მანამდე არ ჰქონია ურთიერთობა გზების დეპარტამენტთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტებზე დასაქმებულია 10 ათას ადამიანზე მეტი, ძირითადად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და იმ რეგიონების მცხოვრებლები, სადაც ახალ გზებს ვაგებთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

დღესვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ 2019 წლის შედეგებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა.

 

 

ცნობისთვის, მეგზევის პროფესიული დღე ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. წელს, ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას 52 წელი შეუსრულდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner